ბუღალტრის ყველა ვადა ერთ აპში.
საგადასახადო შემხსენებლები, rs.ge ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, სალაროს ბრუნვა, ეროვნული ბანკის კურსი და კალკულატორები ერთ ადგილას, ქართველი ბუღალტრისთვის.
საიდან მოვიდა Bugalteri?
ქართველი ბუღალტარი ხშირად ერთდროულად 5-დან 20 კომპანიამდე მართავს. ყოველ კომპანიას სხვადასხვა საგადასახადო სტატუსი აქვს, შესაბამისად სხვადასხვა ვადაც. ამას ემატება ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, Z-რეპორტები, ვალუტის კურსი, საკანონმდებლო ცვლილებები. ეს ყველაფერი მიმოფანტულია rs.ge-ზე, ეროვნული ბანკის საიტზე, მაცნეზე.
Bugalteri ამ ყველაფერს ერთ ადგილას კრებს, პირდაპირ ტელეფონში, rs.ge-ს ოფიციალურ სერვისებთან ინტეგრაციით.
ყველაფერი, რაც ბუღალტერს სჭირდება
ცხრა ინსტრუმენტი, ერთი აპლიკაცია, სრულად ქართულად.
დავალებები და ვადები
ყველა საგადასახადო ვადა ავტომატურად: დღეს, ამ კვირაში, ამ თვეში.
ზედნადებები
მიღებული და გაცემული, PDF-ით, rs.ge-სთან სინქრონიზებულად.
ანგარიშ-ფაქტურები
მიღებული და გაცემული ანგარიშ-ფაქტურები: ნახვა, დადასტურება, გაფილტვრა.
სალაროს ბრუნვა
Z-რეპორტები ყველა სალარო აპარატისთვის, ჯამური და ცალ-ცალკე.
საბაჟო დეკლარაციები
შეფასებული იმპორტი და ექსპორტი: HS კოდი, ქვეყანა, ღირებულება.
გაცვლითი კურსი
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი, BoG და TBC კომერციული, კონვერტერით.
ბუღალტრის კალკულატორი
ხელფასი, დღგ, მცირე ბიზნესი, საპენსიო, საურავი.
სიახლეები
საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები პირდაპირ აპში.
მრავალი კომპანია
ულიმიტო კომპანია, სწრაფი გადართვა, ინდივიდუალური ვადები.
rs.ge პირდაპირ შენს ტელეფონში
ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების, სალაროს ბრუნვისა და საბაჟო დეკლარაციების სანახავად აღარ გჭირდება rs.ge-ში ბრაუზერიდან შესვლა. Bugalteri rs.ge-ს ოფიციალური სერვისებიდან პირდაპირ ტვირთავს შენს მონაცემებს. სერვის მომხმარებლის სახელი და პაროლი შენს ტელეფონშივე ინახება, დაშიფრულად.
ზედნადები PDF-ით
ოფიციალური PDF სრულ ეკრანზე, zoom-ით და გაზიარებით.
ანგარიშ-ფაქტურები
ნახვა, დადასტურება, გაფილტვრა პირდაპირ აპიდან.
Z-რეპორტი
ყოველი სალარო აპარატის ბრუნვა ერთ ადგილას.
ეკრანები
rs.ge ზედნადებები ტელეფონში, ვადები, კურსი და კალკულატორი. ასე გამოიყურება.
შენი მონაცემები შენს ტელეფონში
უსაფრთხოება არჩევანი კი არა, საფუძველია.
დაშიფრული, ლოკალურად
rs.ge-ს სერვის მომხმარებელი და პაროლი ინახება მხოლოდ შენს ტელეფონში, დაშიფრული სახით. ჩვენ მათ არ ვხედავთ, სერვერებზე არ ინახება.
არ ვყიდით, არ ვაჩვენებთ რეკლამას
Bugalteri-ს არ აქვს და არ ექნება მომხმარებლის მონაცემების გაყიდვის ან მარკეტინგული თვალთვალის ლოგიკა.
სინქრონი: მხოლოდ სახელი და სტატუსი
ანგარიშზე შესვლის შემთხვევაში ღრუბელში მიდის მხოლოდ კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და საგადასახადო სტატუსი. თანხები და ბრუნვა ტელეფონზევე რჩება.
გამჭვირვალე პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა აპშივეა ხელმისაწვდომი და ამ საიტზეც ცალკე გვერდად წერია.
Bugalteri შენთვისაა, თუ...
...სოლო ბუღალტარი ხარ და ერთდროულად რამდენიმე კომპანიას ემსახურები
...ინდმეწარმე ხარ და თავად მართავ საგადასახადო ვალდებულებებს
...მცირე ბიზნეს მფლობელი ხარ და ვადები, ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა ერთ ადგილას გინდა
ხშირად დასმული კითხვები
როგორ უნდა შევქმნა rs.ge სერვის მომხმარებელი?
rs.ge-ზე ავტორიზაციის შემდეგ, პარამეტრებში ქმნით ცალკე „სერვის მომხმარებელს" შეზღუდული უფლებებით და სწორედ მას უთითებთ Bugalteri-ში. ასე აპლიკაცია ავტომატურად წამოიღებს ზედნადებებს, ანგარიშ-ფაქტურებსა და Z-რეპორტებს, თქვენი ძირითადი პაროლის გამჟღავნების გარეშე.
დეტალური ვიდეო ინსტრუქციაBugalteri-ს გამოსაყენებლად rs.ge-ს ანგარიში მჭირდება?
rs.ge-ს ფუნქციებისთვის (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, სალარო) საჭიროა rs.ge-ს სერვის მომხმარებელი. ვადების შემხსენებელი, კურსი და კალკულატორი rs.ge-ს გარეშეც მუშაობს.
Bugalteri ფასიანია?
პირველი 7 დღე სრულიად უფასოა, ყველა ფუნქციით და rs.ge ინტეგრაციით. საცდელი პერიოდის შემდეგ საჭიროა გამოწერა.
რამდენი კომპანია შეიძლება?
ულიმიტო. თითოეულ კომპანიას თავისი საგადასახადო სტატუსი და ვადები აქვს.
iOS-ზე მუშაობს?
დიახ. Bugalteri ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმაზე: Android (Google Play) და iOS (App Store).
ჩემი rs.ge პაროლი სად ინახება?
მხოლოდ შენს ტელეფონში, დაშიფრული სახით, მოწყობილობის უსაფრთხო საცავში. ჩვენ სერვერებზე არ ინახება.
შაბათ-კვირას რომ ვადა მოდის, Bugalteri გადასწევს?
დიახ. ყველა ოფიციალური დღესასწაული და შაბათ-კვირა ავტომატურად გათვალისწინებულია და ვადა მომდევნო სამუშაო დღეზე გადადის.
რომელ საგადასახადო სტატუსებს ითვლის Bugalteri?
მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადი, ინდმეწარმე (20%), შპს და იურიდიული პირი, დღგ-ს გადამხდელი, საპენსიო, ქონების გადასახადი, SARAS ფინანსური ანგარიშგება.
რა ვალუტებს ითვლის კონვერტერი?
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით: USD, EUR, GBP, TRY, GEL და ყველა სხვა ვალუტა. ასევე ხელმისაწვდომია Bank of Georgia-სა და TBC Bank-ის კომერციული კურსები.
საგადასახადო ცნობარი
ვადები, განაკვეთები და ზღვრები ღიად, აპლიკაციის იმავე გადამოწმებული მონაცემებით.
საგადასახადო ვადების კალენდარი 2026
ყოველთვიური და წლიური ვადები, უქმეებზე უკვე გადაწეული ფაქტობრივი თარიღებით.
მცირე ბიზნესი: 1% და 500,000 ₾
განაკვეთი, ბრუნვის ლიმიტი, ყოველთვიური დეკლარაცია და როდის ჩნდება დღგ.
მიკრო ბიზნესი: 0% და 30,000 ₾
ვის ეხება, რა პირობებია და როდის იკარგება სტატუსი.
შპს: მოგება 15%, დივიდენდი 5%
ესტონური მოდელი, ყოველთვიური დეკლარაცია, ქონების გადასახადი, SARAS.
ინდმეწარმე 20%
წლიური დეკლარაცია 31 მარტამდე და დღგ-ს 100,000 ₾-იანი ზღვარი.
უქმე დღეები 2026
ოფიციალური დღესასწაულების სია და ვადის გადაწევის წესი.