Bugalteri · ge.bugalteri.app
Bugalteri შექმნილია იმისთვის, რომ ბუღალტერს და მეწარმეს საგადასახადო ვადები, ზედნადებები და ანგარიშფაქტურები ერთ ადგილას ჰქონდეს. თქვენი მონაცემები ჩვენთვის თქვენი საქმეა და არა გასაყიდი პროდუქტი. ამ გვერდზე მარტივი ენით გვინდა აგიხსნათ, რა ინფორმაციას ვინახავთ, სად ინახება ის და ვინ თუ რა შემთხვევაში ხედავს მას.
კომპანიების სია, საგადასახადო სტატუსები, თქვენ მიერ შეყვანილი ბრუნვა, გადახდის აღნიშვნები და სხვა ფინანსური ჩანაწერები ინახება მხოლოდ თქვენს მოწყობილობაში. ეს ინფორმაცია არსად არ იგზავნება ავტომატურად და ჩვენს სერვერებზე არ ჩანს. თუ აპლიკაციას წაშლით ან მონაცემებს გაასუფთავებთ, ეს ჩანაწერებიც წაიშლება ტელეფონიდან.
rs.ge სერვისებთან დასაკავშირებლად საჭიროა სერვის მომხმარებელი და პაროლი. ეს მონაცემები ინახება მხოლოდ თქვენს ტელეფონში, დაშიფრული სახით, მოწყობილობის უსაფრთხო საცავში. ჩვენ მათ არ ვინახავთ ჩვენს სერვერებზე და არ ვწერთ ჟურნალებში. როდესაც ზედნადებს ან ანგარიშ-ფაქტურას ვტვირთავთ, ეს მონაცემები მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად გადის და მოთხოვნის დასრულებისთანავე აღარსად რჩება. პაროლის ცვლა ან კავშირის გათიშვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კომპანიის გვერდიდან.
ანგარიშზე შესვლა ნებაყოფლობითია. თუ შეხვალთ, რომ მონაცემები რამდენიმე მოწყობილობაზე გქონდეთ, ღრუბელში ინახება მხოლოდ თქვენი ელფოსტა და კომპანიის არაფინანსური ნაწილი, მაგალითად დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და საგადასახადო სტატუსი. თანხები, ბრუნვა და სხვა ფინანსური დეტალები ღრუბელში არ იგზავნება და თქვენს ტელეფონზევე რჩება. სტუმრად გამოყენების შემთხვევაში არც ეს არაფინანსური ნაწილი ტოვებს მოწყობილობას.
ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების სამუშაოდ აპლიკაცია უკავშირდება შემოსავლების სამსახურის სერვისებს, ხოლო ვალუტის კურსისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ღია მონაცემებს. ეს კავშირი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თქვენ თვითონ ითხოვთ მონაცემს. ჩვენი სერვერი ამ დროს მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და თქვენს მონაცემს არ აგროვებს.
საგადასახადო ვადების შესახებ შესახსენებლად აპლიკაცია გიგზავნით შეტყობინებებს. შესახსენებლების დაგეგმვა ხდება თქვენს მოწყობილობაში და მათი გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტელეფონის ან აპლიკაციის პარამეტრებიდან.
აპლიკაცია იყენებს Google Firebase სერვისებს ანგარიშზე შესვლის, სინქრონიზაციის და შეტყობინებების ფუნქციებისთვის. ასევე უკავშირდება შემოსავლების სამსახურს (rs.ge) და ეროვნულ ბანკს (nbg.gov.ge). ამ სერვისებს აქვთ საკუთარი წესები და მათზე ვრცელდება მათივე კონფიდენციალურობის პირობები.
არ ვყიდით თქვენს ინფორმაციას. არ ვაჩვენებთ რეკლამას. არ ვადევნებთ თვალყურს თქვენს საქმიანობას მარკეტინგული მიზნებისთვის. არ ვაგროვებთ ისეთ მონაცემს, რომელიც აპლიკაციის მუშაობას არ სჭირდება.
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაშალოთ კომპანია, გათიშოთ rs.ge კავშირი, გახვიდეთ ანგარიშიდან ან წაშალოთ აპლიკაცია. კომპანიის წაშლისას მისი ლოკალური ფინანსური ჩანაწერებიც და დაშიფრული rs.ge მონაცემებიც იშლება მოწყობილობიდან.
დროთა განმავლობაში, როცა აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაემატება, ეს ტექსტი შეიძლება განახლდეს. მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას აპლიკაციაში ნახავთ.
თუ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვა გაგიჩნდებათ, მოგვწერეთ info@bugalteri.com-ზე და სიამოვნებით გიპასუხებთ.
Bugalteri აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.